მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელი Facebook შიდა დიზაინს ცვლის.
ამის შესახებ ინფორმაცია მის მომხმარებელს შეტყობინებები ეტაპობრივად მისდის.
Facebook-ის ინფორმაციით, ახალი დიზაინი უფრო მოხერხებული და მეგობრული იქნება. მათი თქმით, მომხმარებელს შეეძლება უფრო სწრაფად მოძებნოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, ტექტის ზომა გაიზრდება.
გაზრდილი ტექსტი და გამარტივებული ფორმატი მომხმარებელს სოციალურ ქსელში ნებისმიერ ნაბიჯს გაუადვილებს.
ქსელში ახლიდან შესვლისას სიახლებიის თვალიერებას გააგრძელებთ იქიდან, საიდაც დაასრულეთ.
გარდა ამისა, ფეისბუქს ემატება დღისა და ღამის რეჟიმი, რომელის არჩევაც თავად მომხმარებელს შეეძლება.
ახალი დიზაინის დაყენება მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეძლებათ.