ჩინელი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-02-07 10:54:31

ჩინელი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით პირველმა დაიწყო საუბარი, გარდაიცვალა.

34 წლის ექიმს, ვირუსის სიმპტომები 10 იანვარს დაეწყო, 30 იანვარს კი დადგინდა, რომ ის დაინფიცირებულია.

BBC-ის ცნობით, ჩინელმა ექიმმა ლი ვანლიმ, კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმაცია 30 დეკემბერს გაავრცელა. პოლიციამ მას რამდენჯერმე მისცა გაფრთხილება, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეეწყვიტა. ლი ვანლი, საჯარო უსაფრთხოების ბიუროშიც დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით, პოლიციამ ექიმს ბოდიში მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გარდავცლილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 636 ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულია 31 161.