ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Nature-ში გამოქვეყნდა, კიბოს ადრეული ნიშნების აღმოჩენა დიაგნოზის დასმამდე რამდენი წლით ადრეც შესაძლებელი იქნება.
გენეტიკური მუტაციის შედეგად ჯანმრთელი უჯრედები ავთვისებიანებად გადაიქცევიან.
კვლევის ჩასატარებლად 2,500 სიმსივნისა და 38 სახის კიბო შემთხვევები გამოიყენეს.
მეცნიერების აზრით ადამიანებს უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ პაციენტმა ტესტირების ჩატარებისას ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოს დაავადება და იმკურნალოს. გარდა ამისა ბავშვებს შეეძლებათ პრევენციის მიზნით ჩაუტარდეთ სკრინინგი, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების რისკები.
"ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ შესაძლებელია გენეტიკური ცვლილებები აღმოვაჩინოთ წლებით ადრე, ვიდრე დიაგნოზი დაისმება, ბევრად ადრე სანამ რაიმე ნიშნები შეიმჩნევა, რომელიც კიბოს განვითარებას უწყობს ხელს"- ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი კლემენცი ჯოლი.
ასევე კვლევის თანაავტორის პიტერ ვან ლუს თქმით, ახალი კვლევა შესაძლებლობას ქმნის, რომ დიაგნოზის დასმის ახალი ხერხი შეიქმნას.
ითვლება, რომ ხუთი მუტაციიდან ერთი სიმსივნის განვითარების ადრეულ სტადიას უწყობს ხელს. ადამიანის უჯრედები მილიონობით მუტაციას განიცდია, მათგანმხოლოდ მცირე რაოდენობა ხელს უწყობს კიბოს განვითარებას.
ნაშრომის მიხედვით, ადრეული მუტაციების ნახევარზე მეტი მხოლოდ ცხრა გენში ხდება, რაც ნიშნავს, რომ საერთო გენების შედარებით მცირე რიცხვი იწვევს უჯრედების ჯანსაღი განვითარების შეწყვეტას და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას.
ყოველწლიურად ბრიტანეთში კიბოს დაავადების 363,000 შემთხვევა ვლინდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 165,000.