რუსთავში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

2020-02-06 11:26:59

რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" აწარმოებს.

დასუფთავების ჯგუფი შუა გამყოფ ზოლზე მწვანე საფარის მოწესრიგებას და ტერიტორიის ნარჩენებისგან დასუფთავებას ახორციელებს. რუსთავსერვის ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამუშაოები გეგმიურია და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე პერიოდულად ხორციელდება.