წყლის მიწოდება შეიზღუდება

2020-02-05 23:26:11

ქალაქ რუსთავში კოსტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა.

კომპანია რუსთავის წყალმა, ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელის 0,6 კმ სიგრძის  ამორტიზირებული მონაკვეთი სრულად შეიცვალა. კომპანიამ პროექტში 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია რუსთავის წყალი 7 თებერვალს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან 8 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარცხენა სანაპიროს.

კომპანია რუსთავის წყალი მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და დღის განმავლობაში, წყალმომარაგების აღდგენამდე  მოსახლეობას წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.