სურსათის უვნებლობამ რუსთავის ბაღები შეამოწმა

2020-02-05 20:23:13

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იანვრის თვეში ქვემო ქართლის მასშტაბით 93 ობიექტი შეამოწმა.
აღნიშნული ობიექტებიდან საწარმოო პროცესი არ შეჩერებია არც ერთს, ხოლო, ვადაგასული სურსათის რეალიზებისა  და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის სამი ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს რუსთავში არცერთი ბიზნესოპერატორის დაჯარიმება არ მომხდარა.

როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, შემოწმებული 93 ობიექტიდან უმრავლესობა ბაგა-ბაღები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებია. ლიპარტელიანის ცნობით, უკვე შემოწმებულია რუსთავში არსებული ყველა სააღმზრდელო დაწესებულება და სკოლების ნაწილი. მისი ინფორმაციითვე, არც ერთ მათგანში დარღვევები არ გამოვლენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.