"როგორი მინდა იყოს რუსთავი 30 წლის შემდეგ"

2020-02-05 19:42:01

რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბის ორგანიზებით, ქალაქის ურბანული განვითარების საკითხთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამუშაო შეხვედრა შედგა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საგანმანათლებლო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები იღებდნენ.

"ვფიქრობთ და ვმუშაობთ ჩვენს სამიზნე აუდიტორიასთან ერთად, როგორი გვინდა იყოს ქალაქი რუსთავი 30 წლის შემდეგ. დღეს გაიმართა 2 შერეული ჯგუფის შეხვედრა და საკმაოდ საინტერესო იდეები წარმოიშვა, რადიკალურად განსხვავებული იმ რეალობისგან, რაც დღეს გვაქვს. საბოლოოდ, როცა ეს შეხვედრები დასრულდება, ჩვენ გავაკეთებთ ანგარიშს, რომელსაც გამოვცემთ და იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის. ყველას შეეძლება გაგება, თუ რას ფქრობენ ადამიანები, რუსთავის მოსახლეობა ქალაქის მომავალზე", - განაცხადა რუსთავის ინოვაციების ჰაბის თავმჯდომარემ, რევაზ ბარბაქაძემ.

რუსთავის ურბანული განვითარების თემაზე ჯამში, 10 შეხვედრა ჩატარდება.