ინციდენტი რუსთავის სკოლაში

2020-02-05 18:37:06

რუსთავში, №24-ე ქართულ გიმნაზიაში სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების მე-7 კლასის მოსწავლეს მერხში თითი გაეჭედა, მის დახმარებას თანაკლასელები და სკოლის თანამშრომლები გარკვეული დროის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურების გამოძახება გადაწყდა.

სამაშველო სამსახური გოგონას ხელის განთავისუფლებაში დაეხმარა. მე-7 კლასის მოსწავლეს სამედიცინო დახმარების გაწევა არ დასჭირდა.