ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს [video]

2020-02-05 15:37:22

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 6 პირის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა რუსთავის საქლაქო სასამართლოში დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო. [ვიდეო/video]

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულების სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა არ დააკმაყოფილა არც ერთი მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებების არდაშვებობასთან დაკავშირებით და წინასასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულების გადაწყვეტილებით, საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ ნაფიც მსაჯულები.

საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 18 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.