სოციალურად დაუცველი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები რუსთავის მერიისგან სწავლის დაფინანსებას ღებულობენ.
წინა წელს სწავლის საფასურის დაფინანსების ლიმიტი 800 ლარამდე იყო, ახალი წლიდან სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტში უფრო მეტი სწავლის საფასურის გადახდა სჭირდებათ, შესაძლებლობა ექნებათ 1200 ლარამდე დაფინანსება მიიღონ.
ინფო რუსთავი მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმს ნინო ქვირიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ მომენტისთვის ახალი სასწავლო წლის დაფინანსება 22 სტუდენტმა უკვე მიიღო. მათ გარდა მერიაში განცხადება სწავლის დაფინანსებისთვის კიდევ 10 სტუდენტს აქვს შეტანილი, რომლებსაც ამ დროისთვის განხილსვის პროცეშია.
რა საბუთები უნდა წარადგინოთ მერიაში, რომ სწავლის დაფინანსება მიიღოთ?
1) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.
2) ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსთავში ცხოვრების დამადასტურებელი მოწმობა.
3) უნდა წარმოადგინოს ანგარიშ-ფაქტურა ( ინვოისი) სასწავლებლიდან, სადაც აღნიშნულია რა თანხა აქვს სტუდენტს გადასახდელი.
4) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის
(აქტიური) შესახებ (დედანი), ასევე ქულების ფურცელი.
5) ასევე დაწეროს განცხადება რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე.
შეგახსენებთ, ახალი წლიდან წლიდან, წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება აკადემიური მოსწრების მიხედვით იქნება დიფერენცირებული:
81-დან, 90 ქულამდე - 800 ლარი;
90-დან, 95 ქულამდე - 1000 ლარი;
95-დან, 100 ქულის ჩათვლით - 1200 ლარი.