გემზე 10 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა

2020-02-05 12:46:21

კრუიზის გემი 3500-მდე ადამიანისთვის კარანტინის ადგილად იქცა.

იაპონური კრუიზი სახელად "The Diamond Princess" იოკოჰამას პორტშია გაჩერებული, რადგან რამდენიმე დღის წინ 80 წლამდე ქალბატონს ახალი ვირუსის, კორონავირუსი, ნიშნები აღმოაჩნდა. კრუიზზე მყოფებს არ უშვებენ გარეთ და იძულებულები არიან ორ კვირიანი კარანტინი გაიარონ.

ბოლო ინფორმაციით გემზე კორონავირუსით სულ 10 ინფიცირებული ადამიანი იმყოფება, მათ შორის: 1 ამერიკელი, 2 ავსტრალიელი, 3 იაპონელი, 3 ჰონ კონგელი და 1 ფილიპინელი.

კრუიზზე 3711 ადამიანი იმყოფება. აქედან 1045 კრუიზის მომსახურე პერსონალია.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს ჩინეთში 492 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირებულია 24,500 ადამიანი. ვირუსი გავრცელებულია 25-მდე ქვეყანაში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონა ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო ვითარება გამოაცხადა.