"ინფო რუსთავი" გთავაზობთ "კლინიკა რუსთავის" პედიატრიული განყოფილების უფროსის, თამარ ყიყიშვილის რამდენიმე ძირითად რჩევას მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის სეზონურ გრიპთან დაკავშირებით. [ვიდეო/video]
მოარიდეთ ბავშვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს
თუ მოგიწევთ მათი წაყვანა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, აუცილებლად გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი
დაიცავით ჰიგიენური წესები, განსაკუთრებით ხშირად დაიბანეთ ხელები
გაანიავეთ ოთახი ხშირად
თუ შენიშნავთ ცხელებას, ტემპერატურას 38 გრადუსს და მეტს, ხველას, ყელის ტკივილს, ზოგად სისუსტეს, თავისა და კუნთების ტკივილს, ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მცირეწლოვანი ბავში გაასინჯეთ ექიმს