კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა [video]

2020-02-04 11:39:15

კორონავირუსით გარდავცლილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. [ვიდეო/video]

ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 425 ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულია 20,438. გასულ ღამეს ვირუსი რეკორდულად სწრაფად გაიზარდა, ერთ ღამეში დაინფიცირებულთა რიცხვი 3000-ზე მეტი შემთვევით გაიზარდა ხოლო გარდაცვლილთა 60-ზე მეტით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების ფონზე, შესაძლოა, იაპონიაში 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიდოს. იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ხელი არაფერმა შეუშალოს.

ჩინეთის გარდა კორონავირუსი კიდევ 25 ქვეყანაში ფიქსირდება. დაინფიცირებულია 190, გარდაცვლილია 2 ადამიანი.

ხუთშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გავრცელების გამო მსოფლიო საგანგებო ვითარებაა გამოაცხადა.

ჩინელი ტურისტებისთის ფრენები აკრძალა ამერიკამ, ინგლისმა, იტალიამ, ავსტრალიამ, მალაიზიამ და კიდევ სხვა ქვეყნებმა.

ჩინეთის მთავრობამ რამდენიმე ქალაქი კარანტინში მოაქცია, მათ შორისაა ქალაქი უხანი, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრადაა ქცეული. 60 მილიონამდე ადამიანს ქალაქებიდან გასვლა ეკრძალებათ.

კორონავირუსის გამო კრიზისულ ვითარებაში ვარდება ჩინური ეკონომიკაც. სამმა დიდმა კომპანიამ Starbucks-მა, Macdonald-მა და Apple-მა ქვეყანაში არსებული მაღაზიები დახურეს და დროებით მუშაობა შეწყვიტეს.

25 იანვარს ჩინეთის მთავრობამ უხანის გარეუბანში საავადმყოფოების მშენებლობა დაიწყო. ერთ-ერთის მშენებლობა 3 თებერვალს დასრულდა.

შეგახსენებთ ჩინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დეკემბერში დაფიქსირდა, რომელიც ფატალურად დასრულდა. ვირუსის გავრცელების წყაროდ უხანის მთავარ ბაზარს მიიჩნევენ, სადაც დაინფიცირებული ზღვის პროდუქტები იყიდებოდა.