მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-02-02 22:35:05

3-4 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.

5-6 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 3 თებერვალი +13°C, 4 თებერვალი +12°C, 5 თებერვალი +12°C, 6 თებერვალი +17°C.