"მიკროავტობუსების 80% გამართულია"

2020-02-02 16:58:58

"ტემპერატურის მატებისას, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში, იქნება თუ არა ჩაირთული კონდიცირების სისტემა?", - "ინფო რუსთავის" კითხვას, კომპანია "ინტერტრანსის დირექტორმა, სანდრო ჯაფარიძემ უპასუხა.

სანდრო ჯაფარიძეს თქმით, მიკროავტობუსების 80 % გამართულია და კონდიციონერები მუშაობს. თუმცა, მძღოლები, ჩართავენ თუ არა, მათ, კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

"კომპანიას ვალდებულებაში კონდიციონერები არ უწერია, ანუ ჩვვენ შეგვიძლია კონდიციონერების გარეშე მოვემსახუროთ ხალხს. ჩვენ ვავალდებულებთ მძღოლებს, რომ ჩართონ კონდიციონერები. ეს უკვე დამოკიდებულია მძღოლის კეთილსინდისიერებაზე. კომპანიაც და მძღოლებიც, ერთობლივად, გაფუჭებულ კონდიციონერებს ვაკეთებთ", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა, უკვე რამდენიმე წელია, მიკროავტობუსებში არსებული გადმოსაშლელი სკამების დემონტაჟს მოითხოვს, რაზეც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ - "რაც შეეხება გადმოსაშლელ სკამებს, დარღვევაა ვადასტურებ. რამდენიმე მანქანიდან ჩემი დავალებით ამოღებულ იქნა ეს სკამები, მაგრამ სკამების ამოღების შემდეგ მგზავრები დადგნენ ფეხზე. ეს არ არის შიდა ტრანსპორტი, ჩვენ გვიწევს ქალაქიდან ქალაქში ავტობანზე გადაყვანა მგზავრების. ფეხზე მდგომი ადამიანი ავტობანზე კანონით დაუშვებელია. ჩემი აზრით ჯობია იყოს ეს სკამები. ეს ის დარღვევაა, რომელიც 4 წელია მოყვება კომპანიას და ვერანაირად ვერ შევცვალეთ, მაგრამ ახსნას ჩვენთვის იმით ვპოულობთ, რომ ჯობია 4 ადამიანი იჯდეს ვიდრე უფრო მეტი იდგეს ფეხზე".