იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

2020-02-02 12:15:56

ცოტა ხნის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბრიდიზში ადგილობრივმა პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები: 42 წლის ლ.რ. და 44 წლის ქალბატონი ლ.ი. დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, აღმოაჩინეს სახლი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ბინების გასაქურდ მატერიალურ და ტექნიკურ ბაზად იყენებდნენ.

ქურდობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს (ვიდეო)
როგორც აღმოჩნდა, ჩხრეკის შედეგად ისეთი ნივთები იპოვეს, რომელთა წარმოშობა საქართველოს მოქალაქეებმა ვერ დაადასტურეს. მათ შორის: Asus-ის ბრენდის ლეპტოპი, Sony, ტომ ტომ-ის ნავიგატორი, სამზარეულოს დანა-ჩანგლის ნაკრები და 58 ცარიელი კარტრიჯი. ამასთან, ნაპოვნია სხვადასხვა ხელსაწყოები და გასაღებები, რომლებსაც ბინის გასატეხად იყენებდნენ.

„ლ.რ. – ს სასამართლოს ჩანიშვნამდე შიდა პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ლ.ი. გაათავისუფლეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები