რუსთავის "ბაგა-ბაღების გაერთიანება" ფეისბუქის გვერდზე განცხდებას ავრცელებს.
"ჩვენი გვერდის მეგობრებო!
ბევრ თქვენგანს facebook-მა შეახსენა 2016 წლის ინფორმაცია, სადაც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება აცხადებს თებერვლის თვეში თავისუფალ დასწრებას.ეს ინფორმაცია ბევრმა თქვენთაგანმა აღიქვა, როგორც ახალი.
შესაბამისად,გაჩნდა შეკითხვები ჩვენი მისამართით.
მოგეხსენებათ, რომ "memory" ერთგვარი facebook-სერვისია და არ ჩანს ყველა მომხმარებლის გვერდზე,მაგალითად ჩვენთან. ძველი ინფორმაციის გავრცელების შესახებ თქვენი მესიჯებით შევიტყვეთ.
რაც შეეხება ამჟამად, 2020 წლის თებერვლის თვეში თავისუფალი დასწრებას, თუ გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამსახურიდან, აუცილებლად გამოვაცხადებთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!"