ავარიის დროს 4 რუსთაველი დაშავდა [video]

2020-02-02 00:41:23

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-გარდაბანის გზაზე, არ მისული სოფელ ნაგებთან. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ფორდ მუსტანგის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა და გადატრიალდა.

ავტომობილში 4 ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.

დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმის ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.