co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში

2020-02-01 23:02:55

co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში.

მაიაკოვსკის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 3 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 1 მცირეწლოვანია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პაციენტებს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.