რუსთავში ავტომობილი გაზის მილს დაეჯახა

2020-02-01 20:23:19

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მილის დაზიანება ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია.

მილიდან ბუნებრივი აირი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იფრქვეოდა. შესაბამისმა სამსახურებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოღობეს და მოსახელობას არ აძლევდნენ შემოსაზღვრულ მონაკვეთზე გადაადგილების საშუალებას.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლების განმარტებით, ამ დროისთვის მილიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა აღარ ხდება. დაზიანებული მილის გამო, გაზმომარაგება შეუწყდა მიმდებარედ არსებულ 2 ქუჩას, დაახლოებით 30 კორპუსს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. მესხიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები.