ავსტრალია ჩინეთიდან ტურისტების შესვლას კრძალავს

2020-02-01 13:21:48

კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 258 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 12 000-მდე დააინფიცირა.

გერმანიამ ოფიციალურად ვირუსის მე-7 შემთხვევა უკვე დააფიქსირა. გარდა ამისა, ვიეტნამაც დაადასტურა დაინფიცირების 6 ფაქტი.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ავსტრალია ქვეყანაში არ შემოუშვებს ჩინეთიდან ჩამოსულ ტურისტებს და არც მათ, ვინც ავსტრალიაში ტრანზიტულად შეეცდებიან შესვლას. გამონაკლისები არიან ავსტრალიის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც სიფრთხილის ზომები დაცული ექნებათ. მათი ჩინეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ისინი 14 დღიან კარანტინში გაჩერდებიან.

ჩინეთის მიწიდან საკუთარი მოქალაქეები გაჰყავს ინდოეთსაც, ბოლო მონაცემებით საჰაერო ტრანსპორტით ვირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, უხანიდან 300 ინდოელი გაიყვანეს. რამდენიმე ათასი ჰონ კონგელი მედიკოსი გაფიცვებს აანონსებს, თუ ჩინეთის მთავრობა ქვეყნის საზღვრებს არ ჩაკეტავს.

შეგახსენებთ, ვირუსის პირველი შემთვევა, რომელიც ფატალურად დასრულდა, ჩინეთში დეკემბერში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 20-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის არის ამერიკა, ევროპა, ავსტრალია, იმდოეთი და რუსეთი, ასევე ჩინეთის გარდა სხვა აზიის ქვეყნებიც.