იტალიაში 4 ქართველი დააკავეს

2019-01-31 12:16:48

იტალიაში 4-მა ქართველმა მაღაზიაში სპორტული ტანსაცმელი მოიპარა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მაღაზიის დაცვამ ქართველები დაინახა, 112-ში დარეკა და პოლიცია გამოიძახა.

ოთხივე ქართველი იტალიაში ტურისტებად იყვნენ ჩასულები. "ქურდი ტურისტები" ასე შეარქვეს იტალიურ მედიაში 21 წლიდან 26 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც პოლიციამ დააკავა და მოპარული ტანსაცმელი უპოვა, რომელთა ღირებულება 400 ევრომდეა. პოლიციამ მათ ასევე მოპარული ტელეფონიც აღმოუჩინა.

ოთხიდან ერთ-ერთ ქართველს 5 გრამი ჰაშიში და მარიხუანა აღმოუჩინეს.