საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

2020-01-31 11:13:42

თურქეთში, საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. მამაკაცებს ბრალად ქურდობა ედებათ.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, 41 წლის ზ.გ-მ, 34 წლის თ.კ-მ, 40 წლის ლ.ა-მ, 37 წლის ა.გ-მ, 34 წლის შ.დ-მ და 36 წლის გ.გ-მ, საადვოკატო ბიუროდან, 250 000 ლირა და დიდი ოდენობით ოქრო მოიპარეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცები, სხვადასხვა მისამართებზე, წინასწარ მიდიოდნენ და გასაღების ნიმუშს ამზადებდნენ, რის შემდეგაც სპეციალური დეტექტორით ოქროს ეძებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცები თურქეთში, როგორც ტურისტები იმყოფებოდნენ.