რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ლეიბი დაიწვა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ აივანზე ლეიბი იყო განთავსებული, ზემო სართულზე კი მწვადს წვავდნენ. სავარაუდოდ მაყალიდან ნაკვერჩხალი გადავარდა ქვემო სართულზე, ლეიბს დაეცა და დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით "ინფო რუსთავს" რამდენიმე მოქალაქემ მიმართა, სწორედ მათი თხოვნით გადავამოწმეთ და გავავრცელეთ აღნიშნული ფაქტი.