საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა

2020-01-30 18:09:14

საბერძნეთში, როდოსის კუნძულთან 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის მიწისძვრა საბერძნეთში, გუშინაც მოხდა. ეპიცენტრი კუნძული კარპატო იყო. ათენის უნივერსიტეტის გეოდინამიკურმა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა და საბერძნეთის დროით, 5:38 საათზე დაფიქსირდა.