რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. [ვიდეო/video]
სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით, 53 წლის ლამზირა რატიანი და 57 წლის ზურაბ ლობჟანიძე გარდაიცვალნენ.
"ინფო რუთავი"-ს ინფორმაციით ბინაში იმყოფებოდა მათი 25 წლის შვილიც, რომელსაც სხვა ოთახში ეძინა. საბედნიეროდ ადგილზე დროულად მივიდა ოჯახის ახლობელი, შევიდა ბინაში და ნახევრადგონდაკარგული ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაურჩა. ნათესავის თქმით მისი ბიძა და ბიცოლა ბინაში უკვე გარდაცვლილები დახვდა.
სოკარ გაზ ჯორჯიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "გასული წლის სექტემბერში ჩვენი კომპანიის თანამშრომლები აღნიშნულ მისამართზე იყვნენ მისულები. ჩაუხსნეს წყალგამაცხელებელი რომელიც დარღვევით იყო დამონტაჟებული."
კომპანიაში ვარაუდობენ რომ წყალგამაცხელებლის მიერთება კუსტარულად და თვითნებურად მოხდა.
თუ რა გახდა ცოლ-ქმრის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამას ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ რომ 1 კვირის წინ რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით მამა-შვილი გარდაიცვალა.