რუსთავში ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია

2020-01-29 15:44:53

ჟურნალ The Lancet გამოქვეყნდა ახალი ნაშრომი, რომელშიც საუბარია, რომ დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა, ცოტა ხნითაც კი, გულის უეცარი გაჩერების რისკებს ზრდის.

ნაშრომის მკვლევარი თვლის, რომ გადაუდებლად უნდა გადაიხედოს საერთაშორისო გაიდლაინები ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით.
ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწილაკები ჰაერში სხვადასხვა მიზეზებით ხვდება, თუმცა ჰაერის დაბინძურებას ყველაზე მეტად ხელს ელექტროსადგურების, სამრეწველო და სატრანსპორტო ფაქტორები უწყობს ხელს.

ნაშრომი ძირითადად ფოკუსირებული იყო PM2.5 ნაწილაკზე, რომელიც სუნთქვის დროს ღრმად აღწევს ფილტვებში და იქიდან სისხლში.

ორი წლის განმავლობაში იკვლევდნენ სხვადასხვა მონაცემებს, 2014-დან 2015 წლამდე შეისწავლეს 249,372 საქმე. 98,5% შემთხვევაში PM2.5 ნაწილაკების რაოდენობა ორგანიზმში დაშვებულ რაოდენობაზე დაბალი იყო. თუმცა, კვლევის მიხედვით მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურების დაბალ დონესაც შეუძლია გულის უეცარი გაჩერების რისკების გაზრდა.

ჰაერის დაბინძურების შედეგად გულის უეცარი გაჩერების რისკები ასაკოვან ხალხში უფრო იზრდება.
სიდნეის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის კაზუაკი ნეგშის განცხადებით, ბოლო კვლევების თანახმად არ არსებობს ჰაერის დაბინძურების უსაფრთხო დონე.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რუსთავი ქვეყანაში ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ბოლო რამდენიმე თვეა ქალაქის მოსახლეობა რუსთავში შექმნილ ეკოლოგიურ პრობლემებს აქტიურად აპროტესტებს და სახელმწიფოს მისი მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები