ჩინეთიდან დაბრუნებულებს დროებით კუნძულზე დაასახლებენ

2020-01-29 11:51:46

ავსტრალია ჩინეთიდან ჩასული 600 ავსტრალიის მოქალაქის კარანტინის ზონაში მოქცევას გეგმავს.

კერძოდ, ჩინეთიდან დაბრუნებულებს შობის კუნძულებზე ჩაიყვანენ და ორი კვირით გააჩერებენ.

შობის კუნძულები ავსტრალიიდან 2000 კილომეტრით არის დაშორებული.

თავიანთი მოქალაქეების კარანტინში ათავსებენ იაპონელები, ამერიკელები და ევროპელებიც.

ჩინეთში შექმნილი ვითარების გამო Starbucks-მა ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე 2000-მდე მაღაზია დახურურა, რამაც დიდი ეკონომიკური ზარალი უკვე მოუტანა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონა ვირუსით 132 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალურად დაიფინცირებულია 5,974, ასევე ეჭვი აქვთ კიდევ 9,239 ადამიანზე. ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ჩინეთის გარდა 16 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის ავსტრალიაში, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. კორონავირუსის გავრცელების წყაროდ უხანის მთავარ ბაზარს მიიჩნევენ.