"ინტერტრანსი" 26-ჯერ დაჯარიმდა

2020-02-03 21:44:26

"2019 წლის განმავლობაში, კომპანია "ინტერტრანსი", 26 ჯერ დაჯარიმდა" - ამის შესახებ, ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, კომპანია, თითო დარღვევაზე 100 ლარით, ჯამში 2600 ლარით დაჯარიმდა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას კომპანიის დირექტორმა სანდრო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ - "არასწორი გადაყვანის გამო, რუსთავის სატრანსპორტო სამსახურმა კომპანია 26 ჯერ დააჯარიმა. მაგრამ, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია".