BBC-ს ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსისგან უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია.
300 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ვირუსის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საახალწლო სწავლის დაწყება კიდევ 3 დღით გადადო.
ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
შეგახსენებთ რომ კარანტინის ზონაში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება.