კალათბურთელი კობ ბრაიანტი გარდაიცვალა

2020-01-27 00:04:53

NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კალათბურთელი კობ ბრაიანტი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა TMZ ავრცელებს.

კალათბურთელი სულ მცირე სამ ადამიანთან ერთად ვერტმფრენით, რომელიც თავად ეკუთვნოდა, ავიაკატასტროფაში მოყვა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ავარიის დროს არავინ გადარჩენილა.

კობ ბრაიანტი ორი ათწეულის განმავლობაში Los Angeles Lakers-ში თამაშობდა, 2016 წელს მან საკალათბურთო კარიერა დაასრულა.