მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-01-26 23:22:09

27 იანავარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 27 იანვარი +10°C, 28 იანვარი +10°C, 29 იანვარი +12°C, 30 იანვარი +14°C.