ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-01-26 22:56:05

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

თოდრიას ქუჩაზე ერთმანეთს "ბეემვე"-ს, "სუბარუ"-ს და "ოპელი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით თავდაპირველად ერთმანეთს "ბეემვე"-სა და "სუბარუ"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, შემდეგ კი ინერციით მოძრავი "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილი გაჩერებულ ტაქსს, "ოპელი"-ს მარკის ავტომობილს დაეჯახა და გზის მეორე მხარეს მოისროლა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.