რუსთავში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ [photo]

2020-01-26 16:56:39

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მმოსახლეობა, ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდა.

როგორც აქციის მონაწილეები "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებენ, 2 წლის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე მინი სტადიონის მოწყობას დაჰპირდნენ, დღეს კი საცხოვრებელ კორპუსს აშენებენ. გარდა ამისა აღნიშნავენ რომ, არ იქნება ჰაერი და ვერ დაინახავენ მზის შუქს, არის საშიში და დარღვეულია უსაფრთხოების ყვალანაირი ნორმები.

"2 წლის წინ გამოჩნდა ეს კომპანია, რომელმაც სტადიონი მიისაკუთრა და დაიწყო კორპუსების მშენებლობა. იმ დროს იყო მსგავსი შეთანხმება, რომ ამ სტადიონის მაგივრად გვერდზე აშენდებოდა პატარა მინი სტადიონი, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ამ კომპანიამ დაიწყო ახალი კორპუსის მშენებლობა, სადაც მინი სტადიონი უნდა ყოფილიყო. ეს კორპუსი არის საკმაოდ ახლოს ჩვენს კორპუსთან. მთელი ორი წელია ამ კორპუსებიდან ცვივა სამშენებლო მასალა", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, კომპანია "ბილდინგ რუსთავის" დირექტორმა, მამუკა ხავთასმა, განაცხადა, რომ 41-ე დადგენილებით გათვალისწინებული უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

"რა თქმა უნდა გვაქვს მერიის ნებართვა ისე ვერ ავაშენებთ. კეთდება ბავშვებისთვის გასართობი ადგილები, კორპუსის წინ რამხელა ტერიტორიაც რჩება, მთლიანად იქნება გამწვანება. ახალი კორპუსი გზიდან, სულ ცოტა 7 მეტრით არის დაშორებული. ის ადგილი იმიტომ არის ამხელაზე ამოჭრილი, რომ თანამშრომლებმა შეძლონ მუშაობა, ორივე მხრიდან 5 მეტრით მეტია ამოჭრილი", - განაცხადა მამუკა ხავთასმა.

მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ეკა პაპუაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ: - "სტადიონთან დაკავშირებით, საქმის კურსში მე არ ვარ. რაც შეეხება შენობას, ექსპერტიზები დევს ამ დოკუმენტაციაში, სამშენებლო ნორმების დაცვით არის. გვქონდა ჩვენ შეხვედრა წინა კვირას ამხანაგობის წევრები იყვნენ მოსულები, ვისაუბრეთ რაზეც წუხდნენ, რომ ეკეტებოდათ შესასვლელი გზა მსგავსი რამე არ არის და შესასვლელი გზა რჩება ჩვეულებრივად, როგორც იყო. შენობა ადმინისტრაციულ საზღვრებში თავსდება, მათ სურვილი ჰქონდათ, რომ ქუჩის მხარეს ყოფილიყო უფრო მეტად ჩაწეული. გაცემულ ნებართვაზე, მესაკუთრეს ვერ დაავალდებულებთ, მითუმეტეს არანაირი კანონდარღვევით არ აკეთებს ის ადამიანი. ერთსადარბაზოიან შენობაზეა საუბარი და უბრალოდ ფიზიკურად ვერ ჩაკეტავს დანიავების მხრივ მათ კორპუსს".

ადგილოვრივების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მერია არ მოახდენს რეაგირებას, საჩივარს შეიტანენ რუსთავის საქალაქო სასამართლოში და მიმართავენ უკიდურეს ზომებს.