შავ ზღვაში სატვირთო გემი Geroi Arsenala ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა, მათ შორის 2 რუსეთის, ცხრა უკრაინის და ერთი საქართველოს მოქალაქე. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, სიგნალის მიღების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე სამაშველო გემები და ვერტმფრენი გააგზავნეს. მაშველებმა 5 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. დაღუპულთა შორის არის საქართველოს მოქალაქეც.
სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული. გემი თურქულ კომპანია GUNES SHIPPING-ს ეკუთვნოდა. შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.