რუსთაველი მოკრივის წარმატება

2020-01-25 18:45:43

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მთავარი მწვრთნელის ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით ბულგარეთის ქალაქ სოფიაში "ა კლასის საერთაშორისო ტურნირზე, სტრანჟა იმყოფებიან.

ნაკრების 5 წევრიდან, სახილ ალახვერდოვი (52 კგ), ლაშა გურული (63 კგ), ესკერხან მადიევი (69კგ), გიორგი მანჯავიძე (75 კგ), ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ), 2, ლაშა გურული და ნიკოლოზ ბეგაძე რუსთაველები არაიან.

ნიკოლოზ ბეგაძემ ასპარეზობა წარმატებით დაიწყო თუმცა ფინალამდე ვერ მიაღწია, ლაშა გურული კი ფინალში უკრაინელ მოკრივეს შეხვდა. მიუხედავად წარმატებული გამოსვლისა და დამაჯერებელი ასპარეზობისა მსაჯმა გამარჯვება უკრაინელს მიაკუთვნა.

ლაშა გურული ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ტირნირში მონაწილეობას 30 ქვეყნის ნაკრები იღებდა.