მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა [photo]

2020-01-25 11:19:48

თურქეთში პარასკევ საღამოს მიწისძვრა მოხდა. დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი ქალაქ  სირვიჯეში იყო.  CNN-ის ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 19 აღწევს, ხოლო 1000-მდე ადამიანი დაშავდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოულუს განცხადებით, დანგრეულია 10-მდე შენობა.დაკარგულად მიჩნეულია 30-მდე ადამიანი, რომელთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ ბიძგების სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდას აღწევდა და 10 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ბიძგები მიწაშის 10 კმს სიღრმეშიც იგრძნობოდა.