ძლიერი მიწისძვრა თურქეთში.
ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა.
არსებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, გარდაიცვალა 4 და დაშავდა ათობით ადამიანი.
ოფიციალური ინფორმაციით მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ლიბანში, ისრაელში, სირიაში, საქართველოსა და სომხეთში.