რუსთავში, კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულების ეტაპზეა. [ვიდეო/video]
ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დასრულების ეტაპზეა და კომპანია გადაერთებით სამუშაოებს იწყებს.
პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 600 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი. ამასთანავე, ახალ ქსელზე 3 საკვანძო ჭა, 4 სახანძრო ჰიდრანტი და ევროსტანდარტის 17 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყო, რაც წყლის ნაკადების ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა.
პროექტში კომპანია რუსთავის წყალმა 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
მიმდინარე სამუშაოების პარალელურად ქალაქ რუსთავის მერია გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.