კანონმდებლები იანვარში თურქეთის პარლამენტში ახალი კანონპროქტის წარგდენას აპირებენ, რომლის მიხედვითაც აღარ დაისჯება ის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირის დამყარების შემდეგ გოგონას ცოლად მოიყვანს.
"იქორწინე მასზე, ვინც გაგაუპატიურა", ასეთი სახელი დაარქვეს ახალ კანონპროექტს, რომელმაც თურქი ქალთა დამცველების გაღიზიანება და პროტესტი გამოიწვია.
კანონპროექტის თანახმად, მხოლოდ იმ მამაკაცებს შეიბრალებენ, რომლებმაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს "ძალდატანებისა და მუქარის" გარეშე დაამყარეს.
თურქეთში მსგავსი კანონის მიღებას 2016 წელსაც აპირებდნენ, თუმცა ქვეყნის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ გამოთქმული შეშფოთების გამო დაიბლოკა.
გაერო თურქეთს აფრთხილებს, რომ ახალი კანონპროექტი ხელს შეუწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და დაზარალებულების დაუცველობის განცდის გაამძაფრებს.