რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2020-01-22 18:12:47

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 იანვარს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში თბილისის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, მაჩაბელის, ცურტაველის, მეგობრობის, გორის, ვახუშტის, ნიშნიანიძის ქუჩებზე, მე-19 მიკრორაიონში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.