"ბორტის გმირი" რუსთავში დაბრუნდა [video]

2020-01-27 00:22:09

"ბორტის გმირი" რუსთავში დაბრუნდა. [ვიდეო/video]

როგორც საქართველოში დაბრუნებულმა ბუბა ჯიმშიაშვილმა "ინფო რუსთავს" უამბო, ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფრომაციამ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

"ხალხისგან ვიღებ დიდ სიყვარულს, რის გამოც მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს. ბავშვობიდან ვიყავი ჩამოყალიბებული, რომ მინდოდა გავმხდარიყავი ექიმი, ამ სტიმულმა კი უფრო გაამყარა ჩემი აზრები", - უყვება ბუბა ჯიმშიაშვილი "ინფო რუსთავს".

მიუხედავად იმისა, რომ "ბორტის გმირს" არ სურდა თვითმფრინავში მომხდარის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელებულიყო, ხალხის სიყვარული, რომელიც ამ ამბის გაჟღერების შემდგომ მიიღო, ბუბა ჯიმშიაშვილისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა.

18 წლის რუსთაველი ბიჭი ფიქრობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია, თუმცა ისტორიამ "ბორტის გმირის" შესახებ, რომელმაც თვითმფრინავში შუახნის ქალს გაჩერებული გული აუმუშავა, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.