კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

2020-01-22 10:39:19

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთსი 9-მდე გაიზარდა.

ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

აღსანიშნავია რომ დაავადება გადადის სასუნთქი გზების საშუალებით. არსებობს ვირუსული მუტაციის შესაძლებლობა და დაავადების შემდგომი გავრცელება. ინფორმაციას ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

ახალი ვირუსით დაავადების შემთხვევები აღმოჩენილია აშშ-ში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. როგორც ცნობილია დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განიხილება.

ჩინეთის ხელისუფლებამ და შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.