22 იანვარს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-01-21 16:52:54

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

22 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე და მარის არხის დასახლებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.