ახალი აღმოჩენა მეცნიერებაში. ადამიანის იმუნურ სისტემაში არსებულმა უჯრედმა შესაძლოა ყველა სახის კიბოს დამარცხება შეძლოს.
კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა პროსტატის, ფილტვის, მკერდისა და სხვა სახის კიბოს დამარცხების მეთოდი, რომელიც ლაბორატორიულად უკვე გამოსცადეს. ახალი მეთოდი ჯერ ადამიანზე არ დაუტესტავთ, თუმცა მეცნიერებს სჯერათ, რომ ამ მეთოდს დიდი პოტენციალი აქვს.
რა აღმოაჩნიეს მეცნიერებმა?
ადამიანის იმუნური სისტემა მისი სხეულის მთავარი დამცველი იარაღია, რომელსაც ასევე შეუძლია კიბოს უჯრედებს შეუტიოს. მეცნიერები ეძებდნენ არატრადიციულ და უცნობ მეთოდს, თუ როგორ შეძლებდა იმუნური სისტემა სიმსივნესთან ბრძოლას.
მათ ადამიანის სისხლში აღმოაჩინეს T უჯრედი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში საფრთიხ პოვნასა და მის აღმოფხვრას.
T უჯრედს აქვს რეცეპტორი, რომელიც ყველაფერს ქიმიურ დონეზე ხედავს. კარდიფის მეცნიერთა ჯგუფს სჯერა, რომ T უჯრედი და მისი რეცეპტორი შეძლებს კიბოს უჯრედების დანახვას და მის მოსპობას. ლაბორატორიული ცდის შედეგად T უჯრედმა შეძლო ფილტვის, კანის, მსხვილი ნაწლავის, მკერდის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხის, თირკმელისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედების მოსპობა.
T უჯრედის რეცეპტორი ურთიერთქმედებს MR1 მოლეკულასთან, რომელიც ადამიანის სხეულის უჯრედის ზედაპირზე მდებარეობს.
,, ჩვენ პირველებმა აღმოვაჩინეთ და აღვწერეთ, რომ T-უჯრედი კიბოს უჯრედებში პოულობს MR1, ეს აქამდე არავის აღმოუჩენია"- განუცხადა BBC-ის ერთ-ერთმა მკვლევარმა, გარი დოლტონმა.
ბაზელის უნივერსიტეტის მეცნიერები ლუჩია მორი და ჯენარო დე ლიბერო ამბობენ, რომ აღმოჩენას შესაძლოა დიდი პოტენციალი ჰქონდეს, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, იმოქმედებს თუ არა ეს მეთოდი ყველა სახის კიბოზე.