რუსთავის ინოვაციების ჰაბის ინიციატივით, კოლეჯ მოდუსში ქალაქში მეწარმეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით “მრგვალი მაგიდა" -სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაში მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობოების, ბიზნესა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
"ამ შეხვედრის საბოლოო მიზანია, რომ გავაკეთოთ მოკლევადიანი ორ-სამ თვიანი გეგმა, რა ნაბიჯებს გადადგავს ყველა ეს სექტორი, იმისთვის, რომ რუსთავში შეიქმნას ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდასაჭერი ეკოსისტემა, ვის რა რესურსის ჩადება შეუძლია. რუსთავის ინოვაციების ჰაბის მთავარი საქმიანობა ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებაა. იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა ამას ხელს შეუწყობს"- განაცხადა რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ.
შეხვედრაში მონაწილეობა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამაც მიიღო.