მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-01-19 21:47:19

20-21 იანავარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 20-21 იანვარს ისევ მოიღრუბლება და მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი.

თბილისში 20-21 იანვარს ისევ შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 20 იანვარი +5°C, 21 იანვარი +8°C, 22 იანვარი +9°C, 23 იანვარი +8°C.