"ინფო რუსთავს" ერთერთი მკითხველი დაუკავშირდა და განუცხადა რომ რუსთავის სასურსათო მაღაზიებში ბოლო 2 კვირაა ვადაგასულ პროდუქტს აწყდება.
მომხმარებელმა ამის დასტურად რამდენიმე ფოტოც გამოგვიგზავნა.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის შემდეგ გარკვეულ მაღაზიებში პროდუქტის განახლება არ მომხდარა და კომპანიები ხშირ შემთხვევაში ვადაგასულ ნაწარმს ყიდიან.
მომხმარებელი რუსთაველებს მოუწოდებს რომ ყურადღებით იყვნენ და აუცილებლად დაუკვირდნენ ეტიკეტზე განთავსებულ ვადის თარიღებს.
ფოტო არ ასახავს რეალობას.