იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

2020-01-19 12:22:49

იტალიაში სადეპორტოში დაკავებული პატიმრები აჯანყდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათივე თქმით პოლიცია აჯანყებულებს ფიზიკურად გაუსწორდა. ნაცემ პატიმრებს შორის საქართველოს მოქალაქეც იყო, რომელიც მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საქართველოს მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

როგორც ინფო რუსთავთან გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ მამაკაცი სასტიკად იყო ნაცემი.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. მათივე თქმით მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

არსებული ინფორმაციით, ექსპერტიზა მომავალ კვირას ჩატარდება.