საბერძნეთის სანაპიროზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.
ბიძგები ადგილობრიცი დროით 2:52 საათზე დაფიქსირდა. ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ვალსამატიდან 6 კმ-ში მდებარეობდა.
ამ დროისთვის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.